”საწყალი ქალი კედელზე მიაჭყლიტა…” – კიდევ ერთი საშინელი ავარია მოხდა, რომელსაც ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა

0

წუხელ, გორში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა სადგურის დასახლებაში, გორიჯვრის ქუჩაზე მოხდა.არსებული ინფორმაციით, ოპელის მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ქვეითს შეეჯახა. ქალი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
“სახლიდან გამოდიოდა და მიაჭყლიტა კედელზე საწყალი ქალი. 45 წლის იქნებოდა სასწრაფომ წაიყვანა, თუმცა დღეს გარდაიცვალა” – ამბობს ადგილობრივი. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

loading...
loading...

Share.