”სიბერეგამწარებულ მშობლებს ახლა 5 ობოლი შვილიშვილი დარჩათ გასაზრდელი…” – ნახეთ ვინ არიან და-ძმა, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით დაიღუპა

0

უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და ოზურ­გე­თის რა­ი­ონ სო­ფელ ბახვში. კო­რო­ნა­ვირუს­მა ახალ­გაზ­რდა და-ძმა ეკა და კახა ბოლ­ქვა­ძე­ე­ბი იმსხვერპლა. 3 აგ­ვის­ტოს და გარ­და­იც­ვა­ლა, დღეს კი ძმა.
და-ძმის გარ­დაც­ვა­ლე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა ბახ­ვის სკო­ლის დი­რექ­ტო­რი მზია ვა­შა­ლო­მი­ძე.
„ჩემი პა­ტა­რა სოფ­ლის­თვის მო­ი­ცა­ლა სიკ­ვდილ­მა, ზე­დი­ზედ წა­იყ­ვა­ნა სა­უ­კე­თე­სო და გა­მორ­ჩე­უ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი, კახა ბოლ­ქვა­ძე სულ ახა­ლი თავ­ზარ­დამ­ცე­მი ტკი­ვი­ლია!!! რამ­დე­ნი­მე დღის წინ მისი ულა­მა­ზე­სი, სი­ცო­ცხლით სავ­სე და ეკა იმ­სხვერ­პლა კო­ვიდ­მა, ახლა კახა…

კახა გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო თა­ვი­სი ზნეს­რუ­ლო­ბით, უწე­სი­ე­რე­სი და უკე­თილ­შო­ბი­ლე­სი, ღვთის­მო­სა­ვი, სა­უ­ცხოო შვი­ლი, სა­ი­მე­დო მე­უღ­ლე და და­საყ­რდე­ნი ვე­რი­კოს­თვის და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მამა ასეთ კა­ხას იც­ნობ­და ყვე­ლა. თვალ­წინ მიდ­გას რო­გორ მოჰ­ყავ­და სა­ზი­ა­რებ­ლად ხელ­ში ატა­ტე­ბუ­ლი მისი მერ­ცხლე­ბი.

სი­ტყვე­ბი სა­დღაც გაფ­რინ­და, ვერ ვა­ხერ­ხებ ნუ­გე­ში ვცე სი­ბე­რე­გამ­წა­რე­ბულ მშობ­ლებს, ასე­ვე უპა­ტი­ოს­ნეს და უკე­თილ­შო­ბი­ლეს ადა­მი­ა­ნებს.

ხუთი ობო­ლი შვი­ლიშ­ვი­ლი დარ­ჩა ეკას­გან და კა­ხას­გან მათ იმედ­ზე, ძნე­ლია კი­ა­რა­და უძ­ნე­ლე­სი… ვუ­სამ­ძიმ­რებ ოჯახს, მთელს სო­ფელს, ბახ­ვის წმინ­და ნი­ნოს სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის მრევლს, გლო­ვის დრო დაგ­ვიდ­გა… ნა­თე­ლი და­უმ­კვიდ­როს უფალ­მა კა­ხას სულს!” – წერს მზია ვა­შა­ლო­მი­ძე.

Share.