სკანდალური ვიდეო: ახლახანს გავრცელდა კადრები სადაც აგარაკზე ღამით მომხდარია ნაჩვენები (ვიდეო)

0

ქვეყნდება სკანდალური ვიდეო, რომელიც ადასტურებს, რომ 19 წლის ფეხბურთელი აგარაკზე დაწყებულ დაპირისპირებისას იქ იმყოფებოდა. „ტვ პირველი“ ექსკლუზიურ ვიდეოკადრებს ავრცელებს, სადაც 19 ივნისს მცხეთაში, დაბადების დღეზე მყოფი ახალგაზრდების დაპირისპირებაა ასახული. ეს არის აგარაკზე დაწყებული ინციდენტის სრული ვიდეოვერსია და მას მაყურებელი დღეს საღამოს ტელეეთერით იხილავს.

loading...

ვიდეოჩანაწერის ანანსში ჩანს, რომ აგარაკზე დაწყებულ ჩხუბის ეპიზოდში 19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილიც იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე საქმის რამდენიმე ფიგურანტი გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებებში ირწმუნებოდა, რომ შაქარაშვილი სახლში იმყოფებოდა და ჩხუბში მონაწილეობა არ მიუღია. მათ შორის იმ დღის იუბილარი გოგონა, ანი გაბეჩავაც იგივეს ადასტურებდა.

loading...

Share.