სკოლებში სწავლა მიმდინარე კვირიდან აღარ განახლდება… – ნახეთ რა გადაწყვეტილება მიიღო მთავრობამ

0

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გაგრძელდა, რის გამოც სასწავლო პროცესი არც სკოლებში განახლდება.
მთავრობის თავდაპირველი განკარგულებით, სკოლებში სასწავლო პროცესი 22 აპრილამდე იყო შეჩერებული. თუმცა, როგორც საქართველოს განათლების სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რადგან საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდა, შესაბამისად, ვერც სკოლებში განახლდება სწავლება.

loading...

როგორც პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, საქართველო ახლა კორონავირუსის სრულმასშტაბიანი შიდა გავრცელების ეტაპზეა და შემდეგი 2-3 კვირის განმავლობაში ქვეყანა ვირუსის გავრცელების პიკურ ფაზაში იქნება.

სკოლები ონლაინსწავლების რეჟიმში მარტის დასაწყისში გადავიდნენ. მოსწავლეებს ასევე შეუძლიათ ისარგებლონ ტელესკოლის გაკვეთილებით, რომელიც 30 მარტიდან პირველი არხის ეთერით გადაიცემა.

საქართველოს საგანმანათლებლო სკოლებში სასწავლო წელი ტრადიციულად 15 სექტემბერს იწყება. რომ არა პანდემია, სკოლებში ზაფხულის არდადეგები პირველკლასელებისთვის სამინისტროს მიერ დადგენილი სტანდარტის მიხედვით, 27 მაისს უნდა დაწყებულიყო, ხოლო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის კი 20 მაისს.
წყარო: batumelebi.netgazeti.ge

loading...

Share.