“სოლოღაშვილის ბიჭი მის მამასთან ლაპარაკს ცდილობს…” – ნახეთ პატარა სანის უსაყვარლესი ვიდეო

0

ნანატრი ბიჭი ზღაპრის გმირს ჰგავს. პატარა სანი ოჯახის ახალი წევრია, რომელმაც მშობლების ყოველდღიურობა რადიკალურად შეცვალა. ნახეთ როგორ გამოიყურება მსახიობისა და ტელეწამყვანის პირველი შვილი.
ტელეწამყვანების წყვილს სანატრელი ბიჭუნა ქორწინებიდან 8 წლის შემდეგ შეეძინა. არჩილი და ნუცა სანის სახეს არ მალავენ. უსაყვარლესი ალექსანდრე სოლოღაშვილი პირველად საჯარო სივრცეში დაბადებიდან მალევე გამოაჩინეს. ქავთარაძე-სოლოღაშვილის წყვილს საზოგადოება კარგად იცნობს. წარმატებული მსახიობისა და ტელეწამყვანის ქორწინება უკვე რვა წელს ითვლის. ახალბედა მშობლებს ვაჟი 1 მარტს შეეძინათ. ამის გამო ნუცა ქავთარაძემ ეკრანი დათმო და მეუღლესთან ერთად შვილის აღზრდას შეუდგა.


ალექსანდრე სოლოღაშვილის ნათლია თიკა ფაცაცია გახდა. უახლესი სურათები ნათლობის დღეს არის გადაღებული, რომელზეც პატარა ალექსანდრე სამი თვის არის. მისი პოპულარული მშობლები უთბილეს ფოტოკადრებს აქვეყნებენ.

Share.