“სოფო ბედიას უსაყვარლესი ადამიანი გარდაეცვალა..” – ნახეთ რა ტრაგედია დაატყდა მომღერალს თავს

0

საქართველოში პოპულარული მომღერლების სოფო და ბორის ბედიების ოჯახში ტრაგედია დატრიალდა – მათ გამზრდელი ბებია გარდაეცვალათ. მომღერლებისთვის საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა ახალ რეალობასთან შეგუება.როგორც სოფო “პრაიმტაიმთან” იხსენებს, ბებია მისთვის მუსიკის პირველი მასწავლებელი იყო. ამბობს, რომ ისიც ძალიან კარგად მღეროდა და დიდი წვლილი ჰქონდა ჯერ შვილიშვილების, მერე – შვილთაშვილების აღზრდაზე.

მოხუც ქალბატონს ამაგი არც სოფომ დაუვიწყა – ბებია მრავალი წელი მასთან ცხოვრობდა, ამჯერად საყვარელი შვილიშვილი ზრუნავდა მასზე ისე, როგორც მაყვალა ბებო სოფოზე, ბავშვობაში…

Share.