“სრულიად შემთხვევით წავიკითხე და ენა ჩამივარდა, ღმერთო დაგვიცავი ამ ხალხისგან…” – ნახეთ ნინი ქარსელაძის წერილმა გულშემატკივრები აღაშფოთა

0

მომღერალი ნინი ქარსელაძე სოციალურ ქსელში განთავსებულ ერთ-ერთ ვიდეოზე ადამიანების კრიტიკულ კომენტარებს ეხმაურება. მისი თქმით, ერი, რომელიც ყოველთვის სიყვარულით გამოირჩეოდა, ერთმანეთს დაუნდობლად იმეტებენ.
“სულ შემთხვევით მოვხვდი ერთ-ერთ ვიდეოს (ნამღერის) კომენტარებში. სამწუხაროდ, წავიკითხე სრულად. გაოცებული ვარ.. ენა ჩამივარდა. ჩემთვის ვზივარ და პასუხს ვერ ვპოულობ, რა დაგვემართა?!

ერს, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა სიყვარულით, ერთმანეთის გვერდით დგომით და მეგობრობით, ასე როგორ შეგიძლიათ თქვენთვის უცნობ ადამიანს გული ატკინოთ? ასე მიწასთან გაასწოროთ და დაუნდობლად გაიმეტოთ მსგავსი უზნეობისთვის? მეც ბევრი რამე არ მომწონს თქვენი, მაგრამ არასდროს გამჩენია სურვილი ეს თქვენთვის სახალხოდ დამეწერა და თან იმ სიტყვებით, რასაც თქვენ იმეტებთ.

ღმერთო, დაგვიცავი ამ ხალხისგან, კორონა თუ არა, ეს უმსგავსო ადამიანები ნამდვილად მოგკლავენ!!”, – წერს ნინი ქარსელაძე.

Share.