,,სულ კვამლში ვართ გახვეული… ხალხს კარდაკარ ეძებენ, ვარიბობიში და ადამესში ხანძარი სახლებსაც მოედო” – ქართველი ემიგრანტები საბერძნეთიდან

0

საბერძნეთში, ვარიბობიში და ადამესში ხანძარი მძვინვარებს. სახლები ცეცხლის ალშია გახვეული.
კვამლმა დედაქალაქიც მოიცვა და რამდენიმე უბანში ფერფლი თოვლის ფანტელებივით ცვივა.
ათენის ცა გაშავებულია. საბერძნეთში მცხოვრებთა თქმით, ვარიბობიში მდგომარეობა უკიდურესად კრიტიკულია. განადგურებულია სახლები, მანქანები და სხვადასხვა დაწესებულებები.
,,ხალხს სახლებში კარდაკარ ეძებენ” – წერს ინტერნეტგამოცემა georgians.

,,ვარიბობში იწვის ყველაფერი, ჩემთან ახლოს… კვამლში ვართ გახვეული…” – ქართველი ემიგრანტი ქეთევან ჯიმშელეიშვილი.
საბერძნეთში მცხოვრები მაია ბაჩანაშვილი კი წერს, რომ ქართველი ემიგრანტები უსაფრთხოდ არიან:

,,ბევრი ჩვენი ქართველი მუშაობდა იქ. გამოიყვანეს ყველა, უსაფრთხოდ არიან, სახლები დაიწვა”, _ დაწერა ქალბატონმა მაიამ.
საქართველოს საელჩოს საბერძნეთში ჯერჯერობით განცხადება არ გაუვრცელებია.

სტატიის წყარო:sarkenews

Share.