“…აღმოჩნდა, რომ სხვა ქალი გაჩნდა ზურას ცხოვრებაში და ეს იყო ქეთა თოფურია… მაშინ მივხვდი, რომ ზურა დავკარგე” – რა ისტორიას იხსენებს ხათუნა ჟორდანია
ხათუნა ჟორდანია და ზურა ხაჩიძე მალე ქორწინების 25 წელს აღნიშნავენ. მომღერლები იხსენებენ, რომ წლების წინ, როცა მათი ურთიერთობა გასაჯაროვდა, ცნობილმა ჟურნალმა გამოკითხვა ჩაატარა, თუ რამდენ ხანს გასტანდა მათი ქორწინება. ჟორდანია ამბობს, რომ მაშინ ყველა ამბობდა, რომ მათი ოჯახი 5 წელზე მეტს ვერ გაძლებდა.
“ჩვენს ქორწინებას მაქსიმუმ 5 წელს აძლევდნენ და 25 წელი გავიდა, შემომაბერდა ზურა” – ამბობს ხათუნა გადაცემა “სიცრუის დეტექტორში”.
ასევე გაიხსენა ის პერიოდი, როცა ხაჩიძესთან ურთიერთობას იწყებდა. გამოტყდა, რომ მაშინ მათ ცხოვრებაში გარკვეული კრიზისიც შეიქმნა და ეს ზურას ცხოვრებაში სხვა ქალის გამოჩენას უკავშირდებოდა.
“როდესაც ჩვენ შეხვედრა დავიწყეთ, ცოტა ზედაპირულად და არასერიოზულად ვუყურებდი ამ ურთიერთობას, რადგან ზურა ჩემზე უმცროსი იყო. ეს რაღაცნაირად დაბრკოლება იყო. იმ პერიოდში როცა ჩვენ შეხვედრა დავიწყეთ ,ზურა “ავად გახდა” ჩემით. თუ პაემანზე უარს ვეტყოდი, ან ვერ მოვიცლიდი მის სანახავად, გულის შეტევებით იწვა ლოგინში.
რაღაც პერიოდში მე მომიწია წასვლა შვეიცარიაში სამი თვით. ჩემი ძმისშვილები ცხოვრობდნენ იქ. როცა ჩამოვედი, მივედი ზურასთან სახლში და ზურა მეუბნება, რომ ბევრი ვიფიქრე და ჩვენი ურთიერთობა სერიოზულ ურთიერთობაში ვერ გადავაო. ამიტომ გადავწყვიტე, რომ დავშორდეთო. კარგი-თქო, ვუთხარი. წამოვედი მისგან, მანქანაში ჩავჯექი და ტირილი დავიწყე. გული დამწყდა. მივხვდი, რომ დავკარგე. მივხვდი რომ ჩემი ბრალი იყო
აღმოჩნდა, რომ სხვა ქალი გაჩნდა ზურას ცხოვრებაში. ქეთა თოფურიაზეა საუბარი. შემდეგ ჩვენი მეგობრობა გაგრძელდა. მეგობრების წრეში ვხვდებოდით ერთმანეთს, მეგობრულად. ქეთა მაშინ ძალიან პატარა იყო მაშინ. მინდა გითხრა, მთელ შოუ-ბიზნესს ქეთა ძალიან გვიყვარდა. ეს ის პერიოდია, როცა შოუ-ბიზნესი ფეხს იდგამდა. შეკრულები ვიყავით. ყველა ახალი სიმღერის პრეზენტაციისას ვიკრიბებოდით. ქეთასთანაც და ქეთას დედასთანაც კარგი ურთიერთობა გვქონდა. შეიძლება ეჭვიანობის მომენტები მეც მქონია და ქეთასაც. თუმცა ერთმანეთისთვის არ გვიგრძნობინებია” – იხსენებს ხათუნა ჟორდანია გადაცემაში სტუმრობისას.
წყარო:mix.metronome.ge