“ტელეფონზე მესიჯი მოუვიდა, რომ გახსნა, ცოტახანს გაშეშდა, შემდეგ სკამიდან გადავარდა და გარდაიცვალა”

0

“ტელეფონზე მესიჯი მოუვიდა, რომ გახსნა, ცოტახანს გაშეშდა, შემდეგ სკამიდან გადავარდა და გარდაიცვალა” – ექიმება თქვეს რომ გულის უკანა კედელი გახეთქილი ჰქონდა სახელს არ დავასახელებ, რადგან არ მინდა მის ახლობლებს ან ოჯახის წევრებს უხერხულობა შეექმნათ, მაგრამ ქმარი კი ნამდვილად ყველაფრის ღირსია!
ბევრი ვალები ჰქონდა. ჯერ ლილოში დაიწყო წვრილმანებზე ვაჭრობა, არაფერი გამოუვიდა, შემდე ვაგზლის ბაზარზე სცადა იქნება აქ მაინც გამომივიდეს რამეო, არც მანდ გაუმართლა. 1 წელი მომვლელად მუშაობდა და იქიდანაც დაბალი ხელფასის და მძიმე შრომის გამო წამოვიდა.

loading...

გადავწყვიტე დავეხმარები, შვილები და ქმარი მაინც არაფერში ეხმარებიან და მის ნაშრომს ჭამენ მაინც და ჩემთან წავიყვან შრომა მაინც დაუფასდება თქო. გაუხარდა რომ ვუთხარი მალე წამოგიყვან ჩემთან თქო, ბარგს გამოფრენამდე თურმე 2 კვირით ადრე ალაგებდა. ყველას პირდებოდა უკან რომ ჩამოვალ ყველას საჩუქრებს ჩამოგიტანთო. ყველას გული სწყდებოდა რომ მოდიოდა, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც უხაროდათ თავის საზიზღარ ოჯახს რომ მოსცილდებოდა.

დაიწყო მუშაობა ერთ ოჯახში. მოხუცს უვლიდა, აი ისეთს ყველა ქართველი ემიგრანტი რომ ინატრებს, ყველაფერს თვითონ აკეთებდა ეს მოხუცი, უბრალოდ დამლაპარაკებელი უნდოდა სახლში მარტო ყოფნას ვერ იტანდა, რასაც უხდიდნენ ამ მოხუცის შვილები, იმაზე მეტს მოხუცი ჩუქნიდა. ეს კიდევ იდგა და ყველაფერს თავის ოჯახს უგზავნიდა. ერთხელ ძალიან მაგრად ვიჩხუბეთ, ისიც კი ვუთხარი აღარ დაგინახო მე რამეზე დამირეკო, რაც გინდა ის ქენი თქო. დღეს ამ სიტყვებს ძალიან ვნანობ, მაგრამ მეც ვეღარ მოვითმინე, რომ გავიგე ხელფასი წინასწარ გამოურთმევია, რომ თავისი ბედოვლათი ბიჭისთვის მანქანა რომ ეყიდა. ოჯახში არაფრად აგდებდნენ, საჭმელად ისე სხდებოდნენ არც კი ეძახდნენ, მარტო ჭამდა. ახალ წელს ქმარი ძმაკაცებთან, ბიჭი კურსელებთან, გოგო თავის დაქალებთან მიდიოდნენ, ეს კიდევ იჯდა მარტო სუფრასთან და ტელევიზორში კონცერტს უყურებდა და ტირილით კვდებოდა. კარგი ქმარი ყურადღებას არ აქცევდა მაგრამ შვილებს რაღა დაემართათ დედას ასე რომ ექცეოდნენ, აბუჩად იგდებდნენ და სულ დასცინოდნენ. და ეს ქალი იღებს წინასწარ ხელფასს რომ ასეთ შვილებს მანქანა უყიდოს?!

მოკლედ ძალიან მაგრად ვეჩხუბე და წავედი. გზაში მომაძახა, აუცილებლად დავიბრუნებ ჩემი ქმრისა და შვილების სიყვარულსო.

4 თვე გავიდა, გულმა ვერ მომითმინა და დასვენების დღეს ჩავედი მასთან. ძალიან გაუხარდა ჩემი დანახვა, ის წყენაც და ბრაზიც აღარ ახსოვდა ისე მომეხვია და ჩამეხუტა. მაგრამ ისევ სევდიანი იყო, თავიდან არაფერს მეუბნებოდა ეშინოდა კიდევ არ მეჩხუბა, შემდეგ კი ალბათ ჩემი ჩხუბი ერჩივნა, იმ ტკივილის გულში დატოვებას რაც აწუხებდა. თურმე ხელფასი რომ წინასწარ გამოართვა და ოჯახს ფულს ვეღარ უგზავნიდა, როგორც მანამდე იქიდან სულ ლანძღავდნენ და ავალდებულებდნენ სხვა სამსახურშიც ემუშავა, რადგან მოხუცის ნაჩუქარი ფული აღარ კმაროდათ, მადა ჰქონდათ გახსნილი სხვის ნაშრომზე და ითხოვდნენ. რამდენჯერმე უარი უთქვამს, სხვაგან ვერ დავიწყებ დამიჭერს პოლიცია და დამარეპორტებენო, იმან კი სულ ფეხებზე ეკიდათ. მე მეუბნება დღეს უკვე თვე ნახევარი სრულდება არც ერთს დაურეკავთ და მეც აღარ ვურეკავო. მართალი ყოფილხარ, ამათ მხოლოდ ჩემი ფული სდომებიათ და არ აინტერესებთ როგორ ვიქნებიო. ძალიან გამიხარდა, როგორც იქნა სწორად რომ დაიწყო ფიქრი, ამაზე ლაპარაკში ვიყავით და ტელეფონზე შეტყობინება მოუვიდა, ტელეფონი არც აუღია ხელში ისე დახედა და თვალები გაუბრწყინდა, ვაიმე ჩემმა გოგომ მომწერაო და დასტაცა ტელეფონს ხელი, გახსნა შეტყობინება და გაშეშდა, ვკითხე რა გჭირს მეთქი, 2-3 წამით შემომხედა, ტუჩები სულ გალურჯებული ჰქონდა, შემდეგ თავი უკან გადასწია და სკამიდან პირდაპირ იატაკზე დაეცა. 20 წუთში საავადმყოფოში ვიყავით, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ექიმები შოკში იყვნენ, ასეთ ჯანმრთელ ქალს გული როგორ გაუსკდა პირდაპირ საკვირველი არისო. არანაირი წინაპირობა ჰქონია არც მის წნევას, არც გულს და ჯანმრთელობას ისეთი, რომ ამხელა ტრამვა მიეღოვო. ასე ტრაგიკულად დაიღუპა ერთი უპატრონო ქართველი ემიგრანტი.

როცა სკამიდან გადავარდა და მივვარდი ვანჯღრევდი გაიღვიძე თქო, იქვე მის დავარდნი ტელეფონს დავხედე სადაც ქმართან და მის შვილებთან ერთად ვიღაც უცხო ქალი იყო და ფოტოს ქვემოთ ეწერა ” ჩვენ ახალი დედა გვყავს, შენ საერთოდ ნუღარ დაბრუნდები უკანო”.
წყარო: newpresa

loading...

Share.