“ტრაგედია ალექსანდრე ზაზარაშვილის ოჯახში” – ახალგაზრდა მომღერალს შობა დღეს ოჯახის წევრი დაეღუპა

0

ალექსანდრე ზაზარაშვილს ოჯახის წევრი დაეღუპა. სამწუხარო ამბავი ალექსანდრემ სოც ქსელში სულ ცოტახნის წინ გაავრცელა. პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
”ყველაზე მეტად არ მინდოდა რომ ეს დღე დამდგარიყო 🥺😢 ძალიან მიყვარდი, მიყვარხარ, და მეყვარები ყოველთვის… ყველაზე თბილი და გულკეთილი ადამიანი იყავი ხოლმე, პატარაობიდან ყოველთვის მიყვარდა შენთან წამოსვლა, იმიტომ რომ ვიცოდი რომ შენს სამსახურში მამღერებდი, მერე კიდევ ხინკალს მაჭმევდი, ამაყად ყველას აცნობდი ჩემს თავს სამსახურში, ჯერ კიდევ მაშინ როცა არავინ მიცნობდა, და როგორც კი შანსი ჩაგივარდებოდა მამღერებდი ხოლმე, მერე კი უკვე როდესაც გავიზარდე, ამერიკაში წამოვედი, აქ მირეკავდი და მიყვებოდი ამბებს, სადაც არ უნდა წასულიყავი და რომ იტყოდი ზაზარაშვილი ვარო ყველა რომ გეკითხებოდა თურმე რომ ჩემი ვინმე თუ იყავი…

რამდენადაც არარეალური და მტკივნეული ეს ყველაფერი არის, დღეს შენ აღარ ხარ, მაგრამ მე გპირდები რომ შენი გვარი ყოველთვის იქნება, ვიცი რომ ამ შობა დღეს უფალი უმიზეზოდ არ წაგიყვანდა, შენ სამოთხეში ხარ. უფალს უყვარხარ, და კიდევ ათასობით ადამიანს შენი ამ ქვეყანაზე ცხოვრებისას გაკეთებული სიკეთეების გამო 😢♥️ მიყვარხარ და ყოველთვის ჩემს გულში იქნები, პაპი.” – წერს ალექსანდრე.

Share.