სასტიკი ანგარიშსწორება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორზე.
65 წლის ოთარ გელაშვილი, რომელიც რამდენიმე პირმა გაიტაცა და გარდაბნის ტყეში აწამა, გარდაიცვალა.
შემთხვევა დაახლოებით ერთი თვის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ფაქტი პირად კონფლიქტს უკავშირდება.. ის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
მომხდარიდან მალევე, სამართალდამცავებმა ერთი პირი, 23 წლის სარქარ ჰუსეინოვი დააკავეს. როგორც “ინტერპრესნიუსთან“ საუბარში დაკავებულის ადვოკატი, ზაზა ნაჭყებია აცხადებს, თავდასხმაში კიდევ ერთმა შესაძლო მონაწილემ საქართველოს ტერიტორია დატოვა.