”უამრავი მედალი და სიგელი ჰქონდა, ძალიან წარმატებული ბავშვი იყო” – ცოტა ხნის წინ ხელვაჩაურში მეწყერში მოყოლილი 15 წლის ბიჭის ცხედარიც იპოვეს

0

ძალიან სამწუხარო ამბავი გავრცელდა ახლახანს. ხელვაჩაურში მურ­მან თე­დო­რა­ძეს ცხედარი იპოვეს. მისი მშობ­ლე­ბის ცხე­და­რი მაშ­ველ­ებმა გუ­შინ, ხოლო მო­ზარ­დის ცხე­და­რი დღეს იპო­ვეს.
როგორც ამბობენ მურმან თედორაძე სკოლაში სწავლის პარალელურად, ძალოვანთა ნაკრებში ირიცხებოდა და საკმაოდ წარმატებულიც იყო. მას უამრავი მედალი და სიგელი აქვს მოპოვებული.

loading...

ძალოვანთა ნაკრების ფედერაციამ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სოც ქსელში განცხადება გაავრცელა: ”საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია მწუხარებას გამოთქვამს პატარა ძალოსნის, 15 წლის მურმან თედორაძისა და მისი მშობლების ტრაგიკულად გარდაცვალების გამო, რომლებიც ხელვაჩაურში საკუთარ სახლში მეწყერმა მოიყოლა.” – ვკითხულობთ განცხადებაში.
წყარო: ambavi.cc

loading...

Share.