“უამრავი მეკითხება, ახლა რას ვაპირებ…” – ნახეთ როგორ ცხოვრობს სამსახურის გარეშე დარჩენილი მაია ასათიანი

0

მაია ასათიანმა თავის გუნდთან ერთად ტელეკომპანია „TV პირველი“ დატოვა. მისი განცხადებით, არხიდან ის არავის დაუთხოვია და საკუთარი სურვილით წამოვიდა. მაია „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ წერს, რომ ახლა დასვენების პერიოდი აქვს მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ.
„უამრავი ადამიანი მეკითხება, რას ვაპირებ. 15 წლიდან პაუზა არ მქონია, 30 წელია ვმუშაობ გაუჩერებლად, ამოსუნთქვას ვაპირებ“, – აცხადებს ტელეწამყვანი. მოგვიანებით მაიამ გაგვიზიარა წვიმაში სეირნობის ვიდეოები და დაწერა – „თავისუფლების პირველი დღე“.

“ვადასტურებ, რომ “ტვ პირველი” მე და ჩემმა გუნდმა დავტოვეთ. ასეთი იყო “პროფილის” გუნდის ერთობლივი გადაწყვეტილება!

უდიდესი მადლობა “ტვ პირველის” გუნდს გულთბილი დახვედრისთვის და ღირსეული მასპინძლობისთვის. ეს არასოდეს დამავიწყდება. “ტვ პირველში” ჩემი მეგობრები და თანამოაზრეები მუშაობენ და ყოველთვის ვიქნები ამ ტელევიზიის მხურვალე გულშემატკივარი.

უდიდესი წარმატება მათ. სამწუხაროდ ჩვენი გზები გაიყარა. ცხოვრებაა… ხდება ხოლმე”, – წერს მაია ასათიანი სოციალურ ქსელში.

Share.