”უახლოეს თვეებში ჩვენ დავქორწინდებით, ჯვარს დავიწერთ…” – ნახეთ ვინ არის იუმორისტ გიორგი გაბუნიას ულამაზესი საცოლე (ფოტოები)

0

იუმორისტმა გიორგი გაბუნიამ დაოჯახება დააჩქარა და ამის მიზეზი არც მეტი, არც ნაკლები, პანდემიაა. სწორედ ეპიდემიისა და მისგან გამოწვეული შეზღუდვების გამო აპირებს შოუმენი მალე დაქორწინებას:

“უახლოეს მომავალში დავქორწინდებით. პანდემია როგორც კი დასრულდება, აუცილებლად მოვიყვან ცოლს და ქორწილსაც გადავიხდით. ალბათ, მანამდე ჯვარს დავიწერთ, ხელს მოვაწერთ და ერთად გადავალთ საცხოვრებლად. პანდემიამ შესაძლოა, ქორწილის გადახდაში შემიშალოს ხელი, მაგრამ დაქორწინებაში – არა.

უახლოეს ორ-სამ თვეში დავიწერთ ჯვარს და ერთად გადავალთ საცხოვრებლად. ხშირად ვფიქრობ, რომ ეს დიდი პასუხისმგებლობაა და ამ პროცესს ღელვაც ახლავს, მაგრამ ადამიანი ხომ იმისთვის მოდის ამქვეყნად, რომ სიცოცხლე გააგრძელოს, ოჯახი შექმნას და შვილები ეყოლოს, ეს ყველაფერი გადაწონის იმ ღელვას, რაც მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობის აღებას უძღვის წინ.

ახლა ნინი დროებით ქუთაისშია, მე თბილისში ვარ. სამსახურის დასრულების შემდეგ „კომენდანტამდე“ მხოლოდ სახლში მისვლისთვის მრჩება დრო. როცა ვხვდებით, ყველაფერი დაკეტილია და ძირითადად, სეირნობით შემოვიფარგლებით, ან ბაღში თუ დავსხდებით, ან ერთმანეთს ვსტუმრობთ ოჯახებში, ან მეგობრები ვიკრიბებით, მაგრამ ამდენი შეზღუდვის ფონზე ესეც არ გამოდის ხშირად. ასე რომ, საკმაოდ რთულია. რაც პანდემია დაიწყო, ყველა საკუთარ ნაჭუჭში ვართ შეკეტილები. ცუდია, მაგრამ რეალობა ასეთია. ხან მე ჩავდივარ ქუთაისში, ხან ის ჩამოდის, მაგრამ ძირითადად, ტელეფონით ვურთიერთობთ. პანდემიამ რომანტიკულობა მოგვპარა.

შეყვარებული ადამიანებისთვის ასეთი განშორება ძალიან რთულია. ამიტომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც დაქორწინება დავაჩქარეთ, პანდემია გახდა. ყველაფერს ოფიციალურად და ტრადიციულად გავაკეთებთ და აღარ მოგვიწევს განშორებები. ასე რომ, ზოგი ჭირი მარგებელია”, – განუცხადა ჟურნალ “თბილისელებს” გიორგი გაბუნიამ.

Share.