”დედას ინსულტმა დაარტყა და 46 დღე იყო კომაში, უკვე აპარატიდან უნდა გამოგვერთო, როდესაც მის წინ დავიჩოქე და ეს სიტყვები ვუთხარი! ვერც წარმოიდგენთ რა მოხდა შემდეგ…”

0

მსახიობმა ბესო ზანგურმა “სიცრუის დეტექტორში” დედამისის ავადყოფნის შესახებ უმძიმესი დეტალები გაიხსენა:
“დედას დაარტყა ინსულტმა, ძალიან მინდოდა გადარჩენილიყო და ყველაფერს ვაკეთებდი ამისთვის. დედა თვითონ რეანიმაციის ექიმი იყო და ჰქონდა ჩემთვის ნათვამი, თუ დამემართება ინსულტი, ბესო, არ დაფიქრდე, გამორთე აპარატიო….
სხვათა შორის შემომთავაზეს, რომ ასე გაგრძელებას აზრი არჰქონდა და ერთ დღესაც, მისმა თანამშრომელა, რეანიმაციის ექიმმა დამირეკა,

loading...

46 დღე იყო გასული და მითხრა მივსულიყავი. მამა ლუკას დავურეკე და ვუთხარი წამოდი-თქო, დამეხმარე, რომ ვაზიაროთ-თქო. შევიდით პალატაში, მოხსნილი იყო დედა ყველაფრისგან, გვერდზე იყო გადაწვენილი და პირი ჰქონდა რაღაცნაირად ღია, თავის ქალა არ იყო ჯერ დახურული, ისე იყო უკვე გამზადებული, რომ ხელები დაელაგებინათ.

მამაომ დაიწყო ლოცვა, პატრირაქთან იყო და უთხრა სულის გაყვანის ლოცვები მინდაო წავუკითხოო, ძალიან წვალობს პაციენტიო. პატრიარქმა არაო, ჯანმრთელობის პარაკლისი გადაუხადე ბოლო წუთამდეო.

მამაომ დაიწყო ლოცვა… ისე მოხდა, რომ ყველა დაიღალა ჩემს გვერდზე დგომით და დავიჩოქე დედასთან, ხელი ჰქონდა ჩამოვარდნილი და ვუთხარი, ყველამ დამტოვა და ამ ერთხელ არ მიმატოვო-მეთქი, ჩემი ძმა არის ჩემს გვერდზე, სხვა არავინ არის-მეთქი. შენ ხომ მეუბნებდი, შენი იმედი მქონდეს-მეთქი და გაახილა თვალი, ექიმმა იყვირა, დროზე რეანიმაციაო და დედა გადარჩა, რაღაც წამი იყო ერთმანეთს ვუყურებდით მე და დედაჩემი.

იმ ექიმის დედა, ვინც გადაარჩინა დედაჩემი, ინსულტით შემოიყვანეს იმ ღამეს საავადმყოფოში. დედაჩემი გადარჩა და ის – ვერა. პანაშვიდზე, რომ მივედი მითხრა – აი, ხო ხედავ, მე დადაშენი გადავარჩინე და შენ დედაჩემის პანაშვიდზე მოგიწია მოსვალაო. ასეთ ყოფაში უწევდა დედაშენს მუშაობა და იმიტომ დაემართა ინსულტიო”, – განაცხადა ბესო ზანგურმა.

loading...
Share.