ახლახანს უმძიმესი ტრაგედია, აჭარაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული 5 მგზავრიდან ხუთივე 17 წლის მოზარდია

0

აჭარაში, მტირალას პარკში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული 5 მგზავრიდან ხუთივე 17 წლის მოზარდია. “კურიერის” ინფორმაციით, გარდაცვლილები სარფის მკვიდრები არიან. ისინი მე-12 კლასის მოსწავლეები იყვნენ.
სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ავტომობილი ხევში გადავარდა და მგზავრები ადგილზე დაიღუპნენ.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

loading...

ტრაგედიის გამო ბათუმში დღეს დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებები გაუქმდა.

ინფორმაციას rustavi2 ავრცელებს

loading...

Share.