“უმძიმესი შემთხვევა – 2 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა” – ამ წუთებში დიდი ტრაგედია დატრიალდა

0

ანანურის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.
ხევში მიკროავტობუსი გადავარდა. ორი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა 6 კი დაშავებულია. ავარიის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად მაღალი სიჩქარით მოძრაობა სახელდება.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები.

ამ წუთებში ხევში გადავარდნილი მიკროავტობუსში მყოფი ადამიანების ამოყვანის პროცესი მიმდინარეობს.

შსს ცნობით, მომხდარზე გამოძიება ​276 მუხლის 8 ნაწილით მიმდინარეობს. ამ მუხლის გათვალისწინებული ქმედება, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
წყარო: tbilisitv.club

Share.