“უნდა გეცოცხლა… ნეტავ ვინმემ მითხრას რომ ტყუილია…” – ნახეთ ვინ არის ქართველი გოგონა, რომელიც უცხო მიწაზე ტრაგიკულად დაიღუპა (ფოტოები)

0

საფრანგეთში საქართველოს მოქალაქე, ახალგაზრდა ქალი სალომე ჭითანავა გარდაიცვალა. 40 წლამდე ასაკის ქალის 4-წლიანი ბრძოლა მძიმე სენთან სამწუხაროდ ტრაგიკულად დასრულდა.
ახალგაზრდა ქალზე პოეტი დიკა სალაყაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
არ ვიცი რა ვთქვააააა​. რამდენი იბრძოლე, რამდენი იმედი… შენი შვილების გამო, რომ უნდა გეცოცხლა გული მტკივა, შოკში ვარ… არ მინდა დავიჯერო, რომ აღარ არის სალომე…. სალომე მელანომასთან საბრძოლველად ყველაფერი გააკეთა, საფრანგეთში აგრძელებდა სიცოცხლისთვის ბრძოლას და….. დამარცხდა… რა უსამართლოა ზოგჯერ ცხოვრება… ძალიან, ძაააალიან მტკივა ახლა გული, ვუსამძიმრებ ოჯახს, მეგობრებს, ხობს…“, – წერს დიკა სალაყაია სოციალურ ქსელში.

რამდენიმე წუთის წინ მან წერილი კიდევ გამოაქვეყნა და თან სალომესთან მინაწერი გამოაქვეყნა.

”სალომე, სალომეეეეეეე💔
შენ ხომ მითხარი უკეთ ვარო, შენ ხომ მითხარი საფრანგეთში უკეთ მკურნალობენ ამ დაავადებასო, შენ ხომ უნდა გეცოცხლა…
უნდა გეცოცხლაააააა…
ახლა ვათვალიერებ მესიჯებს და გული მეგლიჯება…
ამდენი ბრძოლა…
როგორ წააგე…
ნეტა ვინმემ მითხრას რომ ტყუილია😭”

Share.