“უცხო კაცი ეწვა გვერდით და ამიტომ ვესროლეო – ქმარს მოლანდებები ჰქონდა…”

0

სასტიკი მკვლელობა სურამში – ქმრის მიერ მოკლულმა ქალმა სიცოცხლის უკანასკნელი წამები დედასთან გაატარა.
ადგილობრივები კურიერთან ამბობენ, რომ როცა ქმარმა ცოლი იარაღით მოკლა, ბავშვებმა ბებიას, დაურეკეს. ის სურამში ჩამოვიდა, მაშინ დაჭრილი ქალი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.
როცა ქმარმა ცოლს ესროლა ბავშვებმა ბებიას, დედის დედას დაურეკეს. ის სურამში ჩამოვიდა, მაშინ დაჭრილი ქალი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და დედას დალაპარაკებია. საწყალმა გოგომ სული დედის ხელში დალია.

loading...

უპატიოსნესი გოგო იყო, ბავშვობიდან ვიცნობ. მკვლელობა ეჭვიანობის გამო მოხდა. მეუღლეს, სავარაუდოდ მოლანდებები ჰქონდა, უცხო კაცი გვერდით ეწვაო, უთქვამს ქმარს და ამიტომ ვესროლეო.

იმ დროს, მოკლული ქალი სახლში ბავშვებთან ერთად მარტო იყო.“ – კურიერთან საუბრისას ამბობს ადგილობრივი.

საუბრობენ მამაკაცის ფსიქიკურ პრობლემებზე. ერთ-ერთი ახლობლის თქმით, მამაკაცი ალკოჰოლზე დამოკიდებული იყო.

„ხშირად სვამდა, ალბათ, „თეთრი ცხელება” დაემართა და ჰალუცინაციები ჰქონდა, ამიტომ მოხდა ეს ტრაგედიაც, ისე ცოლ-შვილი ძალიან უყვარდა.“

მომხდარზე გამოძიება 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქმარი დაკავებულია.
წყარო: alia

loading...

Share.