დიდ დიღომში დაკარგული 11 წლის მარიამის ამბავს საბედნიეროდ, ბედნიერი დასასრული ჰქონდა. გოგონა იპოვეს, ის ჯანმრთელია და თავს კარგად გრძნობს.
,,დანამდვილებით გიდასტურებთ ბუჩქებში, ძაღლის სახლში დამალული(ჩაძინებული)იპოვეს ოჯახთან ერთად არის“, – წერს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ადგილობრივი.
“ვინც იპოვა, ის ბიჭი ყვებოდა, ფეხები გარეთ უჩანდაო, ამ ამბების გადამკიდე, ძალიან შემეშინდაო,
მერე ხელით რომ შევეხე, შეირხა და გამომხედაო, ვუთხარი მამაშენის მეგობარი ვარო… შემდეგ უკვე პოლიციას შეატყობინეს და გოგონა წაიყვანეს”, – გვიყვება თვითმხილველი.
სწორედ ფოტოზე აღბეჭდილმა მოქალაქეებმა იპოვეს გოგონა.