“ქალის კივილის და ტირილის ხმა გავიგონე, ყველა თავისი ოჯახის წევრს ეძებდა და..” – ნახეთ სულისშემძვრელი წერილი ბათუმიდან

0

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ვახო ხუზმიაშვილი ბათუმში, 26 მაისის ქუჩასთან, სადაც ბინის ჩამონგრევამ 9 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 40 მეტრში ცხოვრობს. მომხდარის შესახებ ის ემოციურ წერილს წერს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.„ასეთი დამწუხრებული ბათუმი, მე არ მინახავს. თითქოს გაჩერებულია ყველაფერი. ყველა დამწუხრებულია. მიწასთან გასწორებული კორპუსი, ჩემი აივნიდან 40 მეტრშია.

დილით, დაახლოებით ისეთი ხმა იყო, თითქოს, სატვირტო მანქანიდან ე.წ „ხრეში” დაცალა. გავედი აივანზე და არაფერი ჩანდა, გარდა ცარცისფერი მტვერისა. აზრზე ვერ მოვედი რა ხდებოდა, გავიგონე ქალის კივილი, ტირილი… ამ დროს ყველა გარბოდა ერთი მიმართულებით და მაშინვე ჩავედი ქვემოთ, სადაც მტვერში ჯერ კიდევ ვერ ვხდევადით, რომ კორპუსი არ იყო.

მტვერმა გადაირია და დახმარების პირველი ხელი ყველამ, ავტომობილში მყოფი მცირეწლოვანი ბავშვისკენ გასწია, მაგრამ ჯერ კიდევ არავინ იცოდა , რომ ქალაქში დიდი ტრაგედია დატრიალებულიყო.

გადაკეტილი გზები, საპატრულო, სასწრაფო და სამაშველო სამსახურების ბრიგადები, რომელთა სახეებზეც საერთო ემოცია იკითხებოდა, თითქოს ყველა საკუთარ ოჯახის წევრს ეძებდა და ასე გაგრძელდა ბოლო წუთამდე 30-ე საათამდე…

დღეს, მაშველები ბათუმელებმა ტაშით გააცილეს. ახლა, კი ქუჩის ერთ კუთხეში სამგლოვიარო პროცესიაა. სანთლები, ყვავილები და ბავშვის სათამაშოები, რაც უთქმელად გვიყვება 8 ოქტომბრის ტრაგედიას ბათუმში”, – წერს ვახო ხუზმიაშვილი.
წყარო:dainteresdi.club

Share.