“ქარი, ძლიერი შტორმი, დიდ თოვლობა..” – ნახეტ უახლესი და უზუზსტესი ამინდის პროგნოზი

0

1 დეკემბრიდან 2 დეკემბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში თოვლი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი.გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ხვალ დღისით 12 გრადუსი იქნება, ღამით 0 გრადუსი. 2-3 დეკემბერს ღამით კი ყინვას ელოდებიან

– ტემპერატურა ღამის საათებში 4 დეკემბერს -3 გრადუსამდე დაეცემა.
დასავლეთ საქართველოში, ბარში ხვალ 12 გრადუსი იქნება, 2 დეკემბერს – 16, 3 დეკემბერს კი ჰაერი 18 გრადუსამდე დათბება.
რაც შეეხება დედაქალაქს, meteo.gov.ge-ს ინფორმაციის თანახმად, თბილისში ხვალ 1 გრადუსი იქნება, 3 დეკემბერს კი ტემპერატურა 9 გრადუსამდე მოიმატებს.

Share.