ქუთაისში ახლახანს დატრიალებულ საზარელ მკვლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მამაკაცმა დანით ყოფილი მეუღლე მოკლა. ადვოკადი ლევან ჭელიძე სოციალურ ქსელში ახალ დეტალებს ასაჯაროვებს.
დეტალები ქუთაისში მომხდარ მკვლელობაზე.
რამდენიმე წუთის წინ, ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მკვლელობა მოხდა.
მოკლულია ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ყოფილმა მეუღლემ თავისა და ყელის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა დანით.
სოციალურ მედიას რამდენიმე მეზობელმა განუცხადა :
– ,, ძლიერი ხმაური შემოგვესმა ეზოში, ავედით, კარი ძალით შევაღეთ და ოთახში სისხლის გუბე იდგა, გვამს რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა თავისა და ყელის არეში, ფაქტიურად ყელი გამოჩეხილი ჰქონდა. მკვლელი ეცადა გაქცევას, თუმცა კარი გადავუკეტეთ და არ მივეცით საშუალება გაქცეულიყო. ამ დროს პოლიციაც მოვიდა “
– ,, დღეს ყოფილა მოსული, ბავშვი წაუყვანია, თავის დასთან დაუტოვებია და მერე მობრუნებულა უკან, რის შემდეგაც ბინიდან ისმოდა ყვირილი. ავიდნენ მეზობლები და დახვდათ მოკლული ახალგაზრდა ქალი “ – აცხადებს მეზობელი.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით.
სტატიის ავტორი: ლევან ჭელიძე
გავრცელებული ინფორმაციით ცოლ-ქმარს დავა საერთო შვილზე ჰქონდათ.