“ყველასათვის მოულოდნელად მაია ასათიანმა TV პირველიც დატოვა და..” – ნახეთ რა გახდა ცნობილი გადაცემის დახურვის მიზეზი

0

მაია ასათიანმა ტელეკომპანია „TV პირველი” დატოვა. მიზეზებზე არ საუბრობს არც თავად ჟურნალისტი და არც გადაცემის პროდიუსერები, თუმცა გავრცელებულ ინფორმაციით, „პროფილის” დახურვის მიზეზი მაღალი ფინანსური ხარჯია.
ტელეკომპანია “პირველის” დამფუძნებელი ვატო წერეთელი ადასტურებს, რომ “პროფილი” ეთერში აღარ გავა, თუმცა დეტალების გამხელისგან თავს იკავებს.

შეგახსენებთ, რომ 15 აპრილს ცნობილმა ტელეწამყვანმა, მაია ასათიანმა „რუსთავი 2“-ზე თავისი მრავალწლიანი მოღვაწეობა დაასრულა და არაერთი სატელევიზიო სეზონის ლიდერი გადაცემა, „პროფილი“ დახურა. თუმცა, მალევე მან ახალი კონტრაქტი „ტვ პირველთან“ გააფორმა. სად გადაინაცვლებს ტელეწამყვანი, ჯერჯერობით უცნობია.

Share.