“ყველას გული დაწყვიტე..” – ნახეთ ვინ იყო მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტი პედაგოგი, რომელიც სულ ცოტახნის წინ დაიღუპა

0

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017 წლის ფინალისტი, ნინო აბულაძე გარდაიცვალა.
ინფორმაცია ამის შესახებ “მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს” გვერდზეა გამოქვეყნებული.
“სახელით ვუსამძიმრებთ სრულიად საგანმანათლებლო საზოგადოებას არაჩვეულებრივი მასწავლებლის, ნინო აბულაძის გარდაცვალებას. ნინო იყო მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017 წლის ფინალისტი და ათეულთა კლუბის აქტიური წევრი. კონკურსის წარმატებაში ამ ადამიანმა ძალიან დიდი როლი ითამაშა!
გვქონდა ბედნიერება გვეთანამშრომლა ნინოსთან და გავცნობოდით მის საქმიანობას პრაქტიკაში. გვახსოვს, ყოველთვის გაკვირვებულები ვიყავით მისი

loading...

პროფესიონალიზმით და საქმისადმი ერთგულებით, ბავშვებისადმი სიყვარულით.
ამ ადამიანმა მთელი თავისი სიცოცხლე სკოლის განვითარებაში გაატარა. ჩვენთვის და მთლიანად განათლების სისტემისათვის ძალიან დიდი დანაკლისია ასეთი გამორჩეული და ოპტიმისტი ადამიანის დაკარგვა. გვჯერა, მისი საქმე კიდევ დიდხანს შეგვახსენებს თავს და ის სამუდამოდ დაიკავებს მნიშვნელოვან ადგილს თითოეული ჩვენთაგანის გულებში!” – ნათქვამია განცხადებაში.


წყარო:geoambebi.com

loading...
Share.