”ყველას სიტყვას გაძლევთ, რომ…” – ნახეთ კახა კალაძის პირველი განცხადება ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ

0

კახა კალაძე ეგზიტპოლების გამოქვეყნების შემდეგ კომენტარს აკეთებს. კალაძემ მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ ყველა პროექტი, რომელიც არჩევნებამდე დაპირებული იყო, აუცილებლად განხორციელდება.
„ის, რაზეც არჩევნების წინ ვსაუბრობდი, ყველა პროექტი იქნება განხორციელებული. დღეს ამ ქალაქს, რაც ყველაზე მეტად სჭირდება, არის აღმშენებლობა, განვითარება და სიმშვიდე. ჩვენ ვართ ის გუნდი, ვინც ამ ყველაფერს მოახერხებს. კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ მხარდაჭერისთვის. ადამიანურ სიტყვას გაძლევთ, რომ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ 24-საათიან რეჟიმში ღირსეულად ვემსახურო თბილისელებს“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, 20:00 საათზე მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა უბანი დაიხურა. ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების მიხედვით, თბილისში კახა კალაძე 57%-ით ლიდერობს. ხოლო მთავარი არხის დაკვეთით 20:00-ის მონაცემებით ეგზიტპოლის შედეგები კი ასეთია:

Share.