“ყინვები, თოვლი და კიდევ თოვლი” – ნახეთ როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

0

20 დეკემბერიდან 23 დეკემბრის ჩათვლით აღმოსავლეთ საქართველოს ბარში შედარებით აცივდება და ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ღამით +1°, ხოლო დღისით +12° გრადუსამდე გათბება. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან ნაწილში კი ღამით -5°-მდე აცივდება, ხოლო დღისით +9°-მდე დათბება, ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია თოვლი და თოვლჭყაპი.

დასავლეთ საქართველოს ბარში 20 დეკემბრიდან 23 დეკემბრის ჩათვლით, უმეტესად იწვიმებს, მოსალოდნელია თოვლჭყაპი.
ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით იქნება -1°, ხოლო დღისით +5°-დან +16°-მდე იმერყევებს. დასავლეთის მთიან რაიონებში
ღამით ჰაერის ტემპერატურა -3° გრადუსამდე დაეცემა, ხოლო დღისით მაქსიმალური სითბო +11°-მდე დაფიქსირდება. 22-23 დეკემბერს მოსალოდნელია თოვლი, ზოგ რაიონში ძლიერი.
თბილისში 20-23 დეკემებერს უმეტესად წვიმიანი ამინდებია მოსალოდნელი, ტემპერატურა ღამით +2° გრადუსამდე შემცირდება, ხოლო დღისით, მაქსიმალური სითბო +11° იქნება.
წყარო: tbilisitv.club

Share.