„ყოველ დაკვნესებაზე ვეკითხებოდი, რამე ხომ არ სჭირდებოდა… ახლაც კი ჩამესმის ჩურჩულით მისი სიტყვები“ – ნახეთ ვინ არის ახალგაზრდა ქალი და რას ემსხვერპლა ის

0

ჟურნალისტი ია თინიკაშვილი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:
„ეს ლამაზი გოგო თაკო (თეა) შაკაიაა. იყო…
თაკო საავადმყოფოში გავიცანი, ერთ პალატაში ვიწექით. მას ოპერაციისთვის ამზადებდნენ, მე კი, პოსტკოვიდური გართულებების გამო, 6 დღის განმავლობაში უკვე მესამე ოპერაცია მქონდა გაკეთებული. ჯერ თაკო ზრუნავდა ჩემზე, მერე კი, როცა მას გაუკეთდა ონკოქირურგიული ოპერაცია ღვიძლზე, უკვე მე ვუსმენდი მის სუნთქვას და ყოველ დაკვნესებაზე ვეკითხებოდი, რამე ხომ არ სჭირდებოდა…

თაკო აფხაზეთიდან იყო, ჯერ ისევ ბავშვს, მცირეწლოვან ძმებთან ერთად ჭუბერის გზის გამოვლა მოუხდა. მერე, ძმები უკან დაბრუნდნენ, იქ, ლამაზ აფხაზეთში, მშობლებთან, თაკო კი დარჩა თბილისში, მაგრამ მუდმივად ენატრებოდა იქაური სურნელი, ილორის წმინდა გიორგის ტაძარი და ბედიის მონასტერი…

კიდევ, ნატრობდა, რომ მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ, ბინას მიიღებდა და შვილთან, თაზოსთან (თამაზ კვარაცხელია) ერთად, აქაური კერა მასაც ეღირსებოდა სხვა დევნილების მსგავსად…

თითქოს შედეგიანი იყო თაკოს ოპერაცია, მაგრამ…

„იაკო, გტკივა? რამე ხომ არ გინდა?” – ახლაც ჩამესმის ჩურჩულით ნათქვამი მისი სიტყვები…

დარწმუნებული ვარ, თაკოს ახლა ღია ცისფერი, აბრეშუმის კაბა აცვია, თავზე მინდვრის ყვავილების გვირგვინი ადგას და ლამაზ, ფერად მინდორში დარბის ფეხშიშველი. დარწმუნებული ვარ, იქ მაინც შეუმსუბუქდებოდა ის მძიმე ტვირთი, რაც აქ ზიდა – პატარა გოგონასთვის ჭუბერის გრძელი და ცივი გზა, ოჯახისგან შორს ცხოვრება, მარტოხელა დედობის ტვირთი, უბინაობა თუ აფხაზეთზე ოცნება და ბოლოს ეს საშინელი სენი…“

Share.