”შატილში მომხდარი ტრაგედიის უმთავრესი მიზეზი სულ სხვა რამეა…” – რას ამბობს ცნობილი გიდი შატილში მომხდარ ტრაგედიაზე

0

შატილის გზაზე მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი ემხმაურება. მათ შორის გამოცდილი გიდი, მწერალი ალექსანდრე პაიკიძე, რომლის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
“ცოტა გრძლად გამომივა, მაგრამ შევეცდები მაქსიმალურად გასაგებად ავხსნა გუშინდელი ტრაგედიის მიზეზები.
თავიდან გეტყვით, რომ ტურიზმის ძირითადი და პირველი სტანდარტი არის – უსაფრთხოება.
კვებითი უსაფრთხოება, განთავსების უსაფრთხოება, ლოკაციის შერჩევის უსაფრთხოება და ცხადია – სატრანსპორტო უსაფრთხოება.
მხოლოდ უსაფრთხოების სტანდარტიდან გამომდინარე დგება ტური და მარშრუტი.
განვაგრძოთ.
მიუხედავად ჩემ მიერ ზემოთ მოყვანილი ჭეშმარიტი განმარტებისა, ასებობს ძალიან დიდი – მაგრამ.
ხოლო ეს მაგრამ არის –
საქართველო.
ზედმიწევნით დუხჭირი ქვეყანა.
ნუთუ ვინმე ფიქრობს, რომ დღეში 16-17 (ხან უფრო მეტი) საათი მუშაობა ან გიდს ან მძღოლს სურს და სიამოვნებით აკეთებს ამას?
ცხადია არა.
გზაზე მომხდარი ტრაგედიების 90% მეტი სწორედ ე.წ. შიდა ტურების დროს ხდება.
რატომ?

loading...

იმიტომ რომ ჩვენი ღარიბი მოსახლეობა დაბალი გადახდის უნარით არის “დაჯილდოებული”.
ამის შედეგია 40-ლარიანი ტურების ასეთი პოპულარულობა.
გუშინდელი ტრაგედიის უმთავრესი მიზეზი, სწორედ ქვეყნის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა.
მე არ ვამბობ, რომ სტანდარტები არ უნდა დავიცვათ, პირიქით, ხმალამოღებული ვიბრძვი ამისთვის!
უბრალოდ იმას მოგახსენებთ, რატომაც უწევს მძღოლს 16 საათი საჭესთან ყოფნა.
ოჯახი, შვილები, კომუნალურები, ბანკის ვალი და ამ ყველაფერს
წელს დამატებული რვა თვიანი სრული უმუშევრობა!
შიმშილის და ვალების შიშმა მოახდინა ეს უსაშინლესი ტრაგედია!
მე თანავუგრძნობ გარდაცვლილთა ოჯახებს, წარმოდგენაც კი მზარავს რა ხდება მათ გულში და გონებაში.
მე სამძიმარს ვუცხადებ ჩემი კოლეგის ოჯახს, რომელიც 17 საათი მხიარული უნდა იყოს, არ გაჩუმდეს, არ დაიღალოს, ყურადღება არ გაეფანტოს და ეს ყველაფერი იმ ორ შაურად, რომელიც მის ოჯახს გამოკვებავს.
მე სულით და გულით ვწყევლი ყველას, ვისაც ჩემი ქვეყნის და მისი მოსახლეობის გაუბედურებაში წილი მიუძღვის!” – წერს ალექსანდრე პაიკიძე.

loading...

Share.