“შენი პაციენტების გულებში გააგრძელებ ცხოვრებას…” – ნახეთ ვინ არის ცნობილი ქართველი ექიმი, რომელიც სულ ცოტახნის წინ გარდაიცვალა

0

ჟურნალისტი ლიზა ციციშვილი სოციალურ ქსელში სამწუხარო ისტორიას აქვეყნებს. ექიმი ვლადიმერ მესხიშვილი გარდაიცვალა. ის ცნობილი კარდიოქირურგი იყო.
ვლადიმერ მესხიშვილი ცნობილი მსახიობის ნანა ქავთარაძის მეუღლე იყო.
“ძალიან ძალიან მიყვარდა
გოგი- ლადოს
ლადო …..
ძალიან, ძალიან დიდი ექიმი
ბავშვთა კარდიო ქირურგი
შენი პაციენტების გულებში გააგრძელებ ცხოვრებას…” – წერს ჟურნალისტი.

ცნობისთვის, 1989 წლიდან ლადო ალექსი–მესხიშვილი გერმანიაში მოღვაწეობდა. თავდაპირველად, როგორც მიწვეული პროფესორი, 1990 წლის 1 თებერვლიდან კი დასავლეთ ბერლინში არსებული გერმანიის გულის ქირურგიის ცენტრის დირექტორის რ. პეტცერის თხოვნით იგი სათავეში ჩაუდგა ბავშვთა თანდაყოლილი მანკების ქირურგიის პროგრამის ჩამოყალიბებას. შემდეგ ცენტრის დირექტორის მოადგილე გახდა.

ჩატარებული აქვს 4 000–ზე მეტი ოპერაცია, გამოქვეყნებული აქვს 200–ზე მეტი ნაშრომი საბჭოთა, ევროპულ და შეერთებული შტატების სამეცნიერო ჟურნალებში. მის გვერდითოსტატდებიანექიმები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან. ხშირად უკითხავს ლექციებს სხვადასხვა ქვეყნების სპეციალისტებს.

მათ შორის საქართველოში, სადაც ყოველწლიურად ჩამოდის შვებულებით, ჩამოაქვს სამედიცინო ტექნიკა, მონიტორები. 2010 წლის 7 ივლისს მან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში წაიკითხა მოხსენება ბავშვთა კარდიოქირურგიის პრობლემებზე, მიღწევებსა და პერსპექტივებზე და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა რამდენიმე ათეული ძვირადღირებული წიგნი, რომელიც საშუალებას მისცემს სტუდენტებსა და რეზიდენტებს მიიღონ ინფორმაცია კარდიოქირურგიის თანამედროვე მიღწევების შესახებ.

ლადო ალექსი–მესხიშვილის მეუღლეა მსახიობი ნანა ქავთარაძე. მათი ვაჟი, უმცროსი ლადო, სამოდელო ბიზნესში მოღვაწეობს და გერმანიაში ცნობილი ფოტოგრაფია.

წყარო: dainteresdi.club

Share.