”შეცდომაში შეიყვანეს პრემიერი, ვიცი ეს ვინ გააკეთა! ყველა უმკაცრესად უნდა დაისაჯოს” – ლალი მოროშკინა ქართველ ხალხს აფრთხილებს

0

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა წერს:
“მსხვერპლშეწირვის ახალი რიტუალი, ვიღაცის ბოროტი სცენარი გახარიას და ივანიშვილის წინააღმდეგ!
აბა რას ემსახურება ბატონი ბიძინას გვერდზე ახსნა-განმარტება, თუ რატომ მისცა თავს უფლება და გაერთო ივანიშვილი საკუთარ ვაჟთან ერთად და ეს ყოველივე ორი თათბირის მერე!!!!!
ვის უხსნით, ამას ვის??? ადამიანმა მილიარდობით ინვესტიცია განახორციელა, და შვილთან უწყინარ გართობაზე რატომ წერთ ახსნა-განმარტებითს????

loading...

ახლა რაც შეეხება გახარიას. ვიღაცამ შეცდომაში შეიყვანა პრემიერი (კარგად ვიცით ვინც, უბრალოდ ამის დრო ახლა არ არის) ქუჩაში ავარიები და გადაჭარბებული სიჩქარით დოღი და რბოლაა მაშინ, როცა 144 ცხელი ხაზი მკვდარია და ათასობით ადამიანი უწამლოდ და ულუკმაპუროდ იტანჯება!

ახლა რაც შეეხება უკრაინას და მარნეულს! მხოლოდ ბეცი ვერ ხვდება, რომ სააკაშვილისთვის უკრაინის მთავრობაში მაღალი პოსტი და მარნეულის ე.წ.აჯანყება მხოლოდ კბილის მოსინჯვაა!!!! თუ უმკაცრესად არ დაისჯებიან მარნეულელები, მაშინ ასეთ აფეთქებებს მივიღებთ სრულიად საქართველოს მასშტაბით! კარგად გამოყენებული დრო, შეშინებული და დამშეული ხალხი, ისტერიული ფონი -სააკაშვილის საუკეთესო მოკავშირეა!

მე ზუსტად ამაზე გაფრთხილებდით ჩემს წიგნში ” სამი დღე ვაქცინამდე” მეგონა რაღაც დასკვნებს მაინც გამოიტანდით! ყოველთვის არსებობს გამოსავალი, სანამ უბედურების ზარმა ჩამოკრა და მთელ ქვეყანას ნამდვილი, მიშასეული კარანტინის დაშლა დაუბრუნდა! ვინც ვერ აკავშირებთ ამ მოვლენებს, ჩუმათ ჩაიარეთ…”

loading...

Share.