“შვილების თვალწინ ახალგაზრდა ქალის დახრჩობა სცადა და სახლიდან გაიქცა…” – მამაკაცი, რომელმაც გუშინ ცოლის გაგუდვა სცადა, დღეს ჩამომხვრჩვალი იპოვეს

0

ახალციხეში, რეფერალური ჰოსპიტალის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცი ჩამომხვრჩვალი იპოვეს. შემთხვევა 11 თებერვალს, დილით მოხდა. ამ წუთებში გვამს ექსპერტიზა უტარდება.
გარდაცვლილი მ.ქ. გუშინ, 10 თებერვლიდან მიმალვაში იყო. მას სამართალდამცველები ცოლზე ძალადობისთვის ეძებდნენ. მან შვილების თვალწინ ახალგაზრდა ქალის დახრჩობა სცადა და სახლიდან გაიქცა.
„ალბათ ეგონა, რომ ცოლი მოკლა. სავარაუდოდ შეეშინდა და ამის გამო გაიქცა. არ იცოდა, რომ ცოლი გადარჩა და ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. მეორე დღეა პოლიცია ეხებდა“, – ამბობენ მეზობლები.

loading...

სამართალდამცველები ამ წუთებში გარდაცვლილის სახლში იმყოფებიან, სადაც საგამნოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ მამაკაცმა ცოლის გაგუდვა გუშინ 10 თებერვალს სცადა. ახალგაზრდა ქალი, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ, სხეულის დაზიანებებით ახალციხის კლინიკა „იმედში“ გადაიყვანა.
წყარო: civi.ge

loading...

Share.