“შვილმა მითხრა, დედიკოს და ძამიკოს სულები აქ არიან მე ბათუმს ვერ დავტოვებო, მე კი..” – ნახეთ გია შომახიას უმძიმესი სიტყვები

0

გია შომახიამ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად მეუღლე და შვილი დაკარგა და ამბობს, რომ ამ ქალაქში ცხოვრება უკვე უჭირს.
„ყველაფერს ნიკუშას ვეკითხები, ბავშვზე ვარ დამოკიდებული და ყველაფერს ვითვალისწინებ. მამა, მაგათი სულები აქ არიან და მე ვერ დავტოვებ ამ ქალაქსო. ინგლისურზე დადის ბავშვი, საღამოს 9-ზე სრულდება გაკვეთილი და როცა წამოსაყვანად მივედი, მითხრა იქ მივიდეთ, ნანგრევებთანო.

რა იყო ნიკა მეთქი, ვკითხე და ეს ამბავი პარასკევს მოხდაო და ამ ადგილზე ყოველ პარასკევს მივიდეთო მითხრა,“- თქვა გადაცემა “ნოესთან” გია შომახიამ.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 13 ნომერი კორპუსის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა. შემთხვევას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის – 3 ბავშვი. ერთი ადამიანი ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება – ზვიად თავდგირიძე ერთადერთია, რომელიც ნგრევის დროს კორპუსში იყო და გადარჩა.
ვიდეო:

Share.