დაუდასტურებელი ინფორმაციით, შოვში იპოვეს ცოცხლად გადარჩენილი და-ძმა, თუმცა ჯერჯერობით მათი ვინაობა გაურკვეველია. გიორგის და სოფიო ყარალაშვილების მეგობარი მედიას ეუბნება, რომდაკარგულებს შორის, ორი და-ძმაა და ჯერჯერობით, უცნობია, რომელი და-ძმა იპოვეს.
გუშინ, 3 აგვისტოს, შოვში მეწყერი ჩამოწვა. ამ დრომდე ეძებენ სტიქიის ზონაში მოყოლილ ადამიანებს. რაჭაში, სტიქიის ზონაში, მეორე დღეა, სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. ოფიციალურად 7 ადამიანის დაღუპვას ადასტურებენ.