“შოკში ვიყავი,ვერ ვიჯერებდი ამ ყველაფერს..” – ნახეთ სანდრა რულოვსი ინტერვიუს დროს ატირდა

0

საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა ფორმულას ვრცელი ინტერვიუ მისცა. მან მიშაზე და იასკოზეც ისაუბრა.
„ერთად ვუყურეთ ამ ვიდეოს, ეს იყო ნამდვილად შოკი, ნიკოლოზისთვის, ჩემთვის. ვიდეო სამი წუთი გრძელდებოდა, სამ ენაზე, სამჯერ ზედიზედ მოვუსმინე, მაგრამ მაინც არ მჯეროდა რაღაცნაირად.
უბრალოდ არ არსებობს, ასეთი შთაბეჭდილება მქონდა, ფსიქოლოგიაში ამას უარყოფის ფაზას ეძახიან, ეს არის დაცვითი მექანიზმი, როცა ვერ უყურებ თვალებში რეალობას, არ გინდა აღიარო, რადგან ეს არის დარტყმა, ეგოს შეტევა. ეს არაცნობიერი პროცესია. პირველი ფაზა ეს იყო – არა! არ არსებობს! არ არის ეს ნამდვილი!

მერე მივხვდი, რომ ეს მართლა მიშა იყო, აშკარად ემშვიდობებოდა წარსულს. მადლობები გვიხადა და მერე უკვე მომიწია რაღაცების აღიარება, რომ რაღაცები რადიკალურად შეიცვალა და მე ამის შესახებ არ ვიცოდი. ძალიან მიუღებელი იყო ფორმა, მთელი ქვეყნის წინაშე, არა მარტო საქართველოს წინაშე, ძალიან ბევრმა ადამიანმა ეს ნახა და ძალიან უდროოც იყო” – ამბობს სანდრა ვიდეოში.
ვიდეო:

წყარო:tbilisitv.club

Share.