”ჩაგკლავთ ღორივით…” – შემზარავი დაპირისპირება პირდაპირ ეთერში. სუსტი გულის პატრონებმა არ ნახოთ! (ვიდეო)

0

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა გიორგი ბოტკოველმა კახეთში, სოფელ ნაფარეულში, რუსეთის მოქალაქე ბიზნესმენის, მიხეილ ხუბუტიას მიერ მიწის ყიდვა გააპროტესტა.
ამ საკითხს მიხეილ ხუბუტიასა და გიორგი ბოტკოველს შორის კამათი მოჰყვა.
“ის ადამიანი, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს ომის დაწყებაში, დღეს კახეთში ყიდულობს მიწებს და ხვალ შეიძლება, ბატონმა მიხეილ ხუბუტიამ თქვას, რომ ეს არის ჩემი ტერიტორია, რუსეთის ტერიტორიაა. ხომ შეიძლება ასე იყოს? ჩემი ხედვით და ნორმალურად მოაზროვნე ქართველის ხედვით თქვენ ხართ აქ პუტინის წარმომადგენელი”,- მიმართა ბოტკოველმა ხუბუტიას.

“თქვენ ხართ უსაქმური და დებილი. გავარდით ახლა აქედან. ჩაგკლავთ ღორივით, წადით აქედან…”, – უპასუხა მიხეილ ხუბუტიამ.

მიხეილ ხუბუტიას თქმით, რუსეთის და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა და საქართველოში მიწის შეძენის უფლებას კანონმდებლობა არ აძლევს.

“ეს არის ჩემი ინვესტიციები. მე ვარ როგორც რუსეთის მოქალაქე, ისე დიდი ბრიტანეთის მოქალაქე. ჩემი ფული ჩამომაქვს და ჩემი ფულით ვაკეთებ… იმიტომ, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწების ყიდვა არ შეუძლია [უცხო ქვეყნის მოქალაქეს], მფლობელია ნონა ჯანაშია, ჩემი მეუღლის და. მე ვეხმარები, გაწყობთ ასე?”, – განაცხადა ხუბუტიამ.

ვიდეო:

Share.