“ჩამოიქცა ცა… როგორ ვიცოცხლებთ არ ვიცი…” – პოეტ დიკა სალაყიას ოჯახში დიდი ტრაგედია დატრიალდა

0

პოეტ დიკა სალაყაიას ოჯახში რამდენიმე დღის წინ ტრაგედია მოხდა. მისი 6 თვის ფეხმძიმე და, ბაკო სალაყაია კორონავიურსს ემსხვერპლა, ექიმებმა ნაყოფის გადარჩენა შეძლეს. დის გარდაცვალების შემდეგ პოეტმა ცოტა ხნის წინ ემოციური პოსტი დაწერა.
„როგორ ვიცოცხლებთ დედიკო და მე არ ვიცი. რატომ დავიღუპე, არც ეს ვიცი. ერთ-თვიანი ბრძოლა, ომი, უწყვეტი ლოცვა, დედაჩემის ვედრება და…. „დედაშენს უთხარი, მისი შვილი იცოცხლებსო“ – ლევან რატიანის ეს სიტყვბიც.

არაფერი ყოფილა ამ ქვეყანაზე?! მადლი და სიკეთე არ იკარგებაო და… ხვალ საღამოს სახლში, ხობში მეყოლება ჩემი ანგელოზი და ზეგ, ხუთშაბათს სახლიდან გავაცილებთ იქ. იქ, სადაც არ ვიცი, არსებობს თუ არა ამის მერე კიდევ რამე. ვერავის გპასუხობთ, მადლობა ყველას, მაგრამ არაფერი მესმის.. არაფერიიიი​. ჩემი ბაკო, ჩემი ერთადერთი დაიკო… ჩამოიქცა ცა… უსასრულოდ..“, – წერს სალაყაია.

წყარო: dainteresdi.club

Share.