“ჩემთან სახლში მოვიდა, რა მექნა, ვერ ვუთხარი უარი ვერაფერზე…” – ნახეთ რას ამბობს გიორგი ფხაკაძე ია ფარულავაზე

0

რამდენიმე დღის წინ, მსახიობმა, ტელეწამყვანმა, ია ფარულავამ “ინსტაგრამზე” გამოაქვეყნა გიორგი ფხაკაძის სახლში გადაღებული ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ ია ფარულავა სახლის დათვალიერებისას აღფრთოვანებას ვერ მალავს.
ამავე ვიდეობიდან გაირკვა, რომ ჯანდაცვის ექსპერტი გადაცემა “ფარული კონვერტის” სტუმარი იქნება, თუმცა მან სტუდიაში მისვლაზე უარი განაცხადა, რის გამოც გადაცემის ჩაწერა სახლში დაიგეგმა.
ცოტა ხნის წინ, თავად გიორგი ფხაკაძემ ისაუბრა ია ფარულავასთან შეხვედრის დეტალებზე სოციალურ ქსელში გავრცელებულ მორიგ ვიდემიმართვაში.

“ია ფარულავამ ტვინი წაიღო, მოვიდა ჩემთან სახლში, ნუ, რა უნდა მექნა, ქალი ლეგენდა, უარი ვერ ვუთხარი ვერაფერზე, ცუდი არაფერი იფიქროთ, მაგრამ ყველამ იცის, რომ მე სტუდიებში არ დავდივარ. გამორიცხულია-მეთქი სტუდიაში ჩემი მისვლა.მხოლოდ სუფთა ჰაერზე.

საბოლოო ჯამში მთხოვეს, რომ გავაკეთოთ განსხვავებული გადაცემაო, რაღაცა კონვერტიო, არ ვიცი, მე ტელევიზორს არ ვუყურებ. მოკლედ, გამომიგზავნეს ქუთაისში “შპიონები”, გადავიღეთ რაღაცები და მგონი, ორშაბათს არის გადაცემა 22:00 საათზე. იმედია, როცა საქართველოში ვიქნები, მაშინ გაუშვებენ მაგ გადაცემას. იას ვუთხარი, თუ გინდა მოდი ჩემთან სახლში-მეთქი და მოდის”,- თქვა გიორგი ფხაკაძემ.
წყარო: ambavi.club

Share.