“ჩემი კაცური ვალია, სანამ ეს ადამიანი ციხეშია, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ვიბრძოლო” – ნახეთ რა განცხადებას აკეთებს ნიკა მელია

0

“ენმ”-ის ლიდერი, ნიკა მელია, რუსთავის ციხესთან გამართულ აქციაზე, ამბობს:
30 ოქტომბერს, არც დავუშვათ, რომ გამარჯვებას ვერ მოვიპოვებთ, ბოლომდე ვიბრძოლებთ, 30 ოქტომბერს შევაკვდებით ამ ქვეყნის სიყვარულით, არ მოვაპარვინებთ, არ დავაჩაგვრინებთ ამ ქვეყანას. მეტი ადამიანი უნდა გამოვიდეს არჩევნებზე. 5 პროცენტით მეტი რომ მოსულიყო, წაგებულები იქნებოდნენ თავიდან ბოლომდე. ეს ადამიანები უნდა გამოვიყვანოთ.
მიხეილ სააკაშვილს მოკითხვა ჩემგან, რასაც უნდა ცდილობდნენ შუღლი ჩამოაგდონ მე და მას შორის, არ გამოუვათ არასოდეს, ჩემი ადამიანური, პოლიტიკური, კაცური ვალია, სანამ ეს ადამიანი ციხეშია, მანამდე უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ვიბრძოლო. ეს არის ჩემი ადამიანური და მეგობრული ვალდებულება.

ნურავინ ნუ ვიქნებით ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებზე მეტად მხარდამჭერები. სანამ მიხეილს სააკაშვილი ციხეშია, განცხადებას სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება მას და ეხება ნაციონალურ მოძრაობას, გავაკეთებ პარტიის სახელით მე. დისციპლინა და ორგანიზება ბრძოლაში არის მნიშვნელოვანი. ამ ბრძოლამ უნდა განსაზღვროს ამ ქვეყნის მომავალი. გულზე მჯიღის ცემა ადვილია ვიღაცისთვის, მაგრამ მნიშვნელოვანია შემართებასთან, თავგანწირვასთან ერთად.

სააკაშვილს ვუსურვებ ჯანმრთელობას, მიშა, ყველაფერი იქნება კარგად. ამ ქვეყანას აქვს ნათელი მომავალი. ამ ქვეყანას აქვს შანსი, რომელსაც 30 ოქტომბერს გამოვიყენებთ. ივანიშვილო, სანამ მიტაცებულ ქვეყანას არ გაათავისუფლებ, ბრძოლის ავანგარდში ვიქნები, სიცოცხლის ბოლომდე, სიცოცხლის საფრთხეც რომ დამიდგეს… არ ვხუმრობ და რომ არ ვხუმრობ, ამას განახებთ 30 ოქტომბერს.”

Share.