”ჩემი ნათესავია, დაახლოებით სამი წელია რაც…” – რა აკავშირებს მსახიობ პაატა გულიაშვილს თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან

0

თამარ ბაჩალიაშვილის დედა ოჯახის ახლობელზე შოთიკო ჭაბაშვილზე მედიასთან საუბრობს. თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ შოთიკო მას აქციების ორგანიზებაში ეხმარებოდა და რამდენიმე დღეა, ის კონტაქტზე აღარ გამოსულა.
ბაჩალიაშვილის დედა ამას ჭაბაშვილზე განხორციელებულ ზეწოლას უკავშირებს და აცხადებს, რომ შოთიკო ჭაბაშვილს მსახიობი პაატა გულიაშვილი ეხმარება.

loading...

”წარმოდგენა არ მაქვს რაზე საუბრობს თეონა თამაზაშვილი. შოთიკო ჩემი ნათესავია, დაახლოებით სამი წელია ერთმანეთი არ გვინახავს. რაც შეეხება ბაჩალიაშვილის საქმეს, მასთან არანაირი შეხება არ მაქვს. ახლა არც თბილისში ვარ, გასტროლებზე ვარ ქალაქიდან გასული” – აცხადებს მსახიობი.
წყარო: ambavi.cc

loading...

Share.