“ჩემი შვილის მკვლელებისთვის მიპატიებია ოღონდ ეს..” – ნახეთ ნიკა კვარაცხელიას დედის სულისშემძვრელი განცხადება

0

მოკლული 22 წლის ნიკა კვარაცხელიას დედა მზად არის ყველას ყველაფერი აპატიოს, ოღონდ ქვეყანაში მსგავსი ბოროტება აღარ მოხდეს. ნიკას დედის სიტყვებს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი დარეჯან კვარაცხელია აქვეყნებს.„მიპატიებია ყველასთვის, ვპატიობ ჩემი შვილის მკვლელებს, ოღონდ დასრულდეს ასეთი ბოროტება ამ ქვეყანაზე, ოღონდ ნიკო იყოს უკანასკნელი მსხვერპლი. მე არ ვარ უბედური, მე ბედნიერი დედა ვარ, რადგან ნიკო ჩემი შვილია. უბედურია იმ მკვლელის დედა, ვინც ნიკოს მკვლელი გაზარდა…” ,-

ასე გადმოსცემს 22 წლის ნიკოლოზ კვარაცხელიას დედის სიტყვებს ჟურნალისტი დარეჯან კვარაცხელია.
ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე, წარმოშობით გორიდანაა და ნიკოს გარდა კიდევ 4 შვილი ჰყავს. ნიკო კვარაცხელიას სამშაბათს ამაღლების ტაძრიდან გამოასვენებენ და საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.
წყარო:ambavi.club

Share.