“ჩემს პატარას ჩემი სამსახური სძულს რადგან..” – ნახეთ თეა წულუკიანის გულახდილი აღიარება, ის 4 წლის ქალიშვილზე პირველად ალაპარაკდა

0

კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის მი­ნის­ტრი, თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედს“ სტუმ­რობ­და, რომ­ლის ეთერ­შიც 4 წლის ქა­ლიშ­ვილ მე­რი­კო კა­კუ­ლი­ა­ზე ისა­უბ­რა.
“ჩემი სამ­სა­ხუ­რი არის ის, რა­საც ჩემი შვი­ლი ვერ იტანს. თუ რა­მის სი­ძულ­ვი­ლი შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს, არის ჩემი სამ­სა­ხუ­რი”, – გა­ნა­ცხა­და მი­ნის­ტრმა.
“42 წლის ასაკ­ში, დედა რომ გახ­დე­ბი, სა­სი­ხა­რუ­ლოა, ალ­ბათ, უფრო მე­ტად, ვიდ­რე ეს უფრო ადრე ხდე­ბა. მე­რი­კო 2 თვის იყო, რო­დე­საც დეკ­რე­ტუ­ლი შვე­ბუ­ლე­ბა და­ვას­რუ­ლე და სამ­სა­ხურს და­ვუბ­რუნ­დი. რაც და­მეხ­მა­რა, იყო ის, რომ ყო­ველ­თვის ვი­ზი­ა­რებ­დი ექი­მე­ბის, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის, ფსი­ქო­ლო­გე­ბის აზრს ან, მეტ-ნაკ­ლე­ბად, რო­გორც შე­მეძ­ლო, სხვა დე­დე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბას.

პირ­ველ დღე­ებ­ში, მუდ­მი­ვად ვფიქ­რობ­დი, რომ დად­გე­ბა დღე, რო­დე­საც წა­ვალ სამ­სა­ხურ­ში და რო­გორ უნდა მო­ვა­რი­გო ერთი მე­ო­რეს­თან. არ­ცერ­თი სამ­სა­ხუ­რი არაა მარ­ტი­ვი, მაგ­რამ მი­ნის­ტრად მუ­შა­ო­ბა ძა­ლი­ან რთულ პო­ლი­ტი­კურ პრო­ცეს­სა და გან­რიგს გუ­ლის­ხმობს. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ყო­ფი­ლა, რო­დის წახ­ვალ სამ­სა­ხურ­ში და რო­დის დაბ­რუნ­დე­ბი უკან. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 2 თვის ბავ­შვმა სულ არ იცის, რო­დის რო­მე­ლი სა­ა­თია, გა­დავ­წყვი­ტე, რომ არ მეთ­ქვა ტყუ­ი­ლი და სა­ღა­მოს 8 სა­ათ­ზე ვყო­ფი­ლი­ყა­ვი სახ­ლში და შა­ბათ-კვი­რა გა­მე­ტა­რე­ბი­ნა მას­თან. ასე ვი­ცხოვ­რეთ პირ­ვე­ლი 3 წელი, რა­მაც გა­ა­ჩი­ნა დედა-შვი­ლის მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გან­ცდა.

ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია დი­ა­ლო­გი, რო­მელ­საც ვა­წარ­მო­ებთ. რაც არ უნდა ლა­მა­ზად ვი­ლა­პა­რა­კო, რა თქმა უნდა, ყო­ველ­თვის ყვე­ლა­ფე­რი არაა უპ­რობ­ლე­მო და ლა­მა­ზი, არც იდე­ა­ლუ­რი დე­დაშ­ვი­ლო­ბა არ­სე­ბობს და არც – იდე­ა­ლუ­რი ოჯა­ხე­ბი. ამი­ტომ, ვა­ღი­ა­რებ, რომ სა­ღა­მოს, მე თა­მა­ში არ გა­მომ­დის, რად­გან ეს ჩემს ნერ­ვულ რე­სურსს სცილ­დე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ ვსა­უბ­რობთ. ბევ­რს ვსა­უბ­რობთ იმა­ზე, თუ რა გა­ა­კე­თა დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, რა მო­ე­წო­ნა, რამ გა­ა­ღი­ზი­ა­ნა და თუ რამე არ მო­ე­წო­ნა, მე­კი­თხე­ბა ხოლ­მე. მა­გა­ლი­თად, ამას­წი­ნათ, რაგ­ბის მო­ე­დან­ზე, კა­ცებ­თან ერ­თად ვი­ყა­ვი. რო­გორც ჩანს, ამას მოჰ­კრა თვა­ლი და სა­ღა­მოს, კარ­გად გა­მომ­კი­თხა, ამ­დე­ნი ბი­ძია რომ იყო, შენ იქ რას აკე­თებ­დიო?..

მას­თან მკაც­რი ვერ ვარ, თუმ­ცა, მშვი­დი და მე­გობ­რუ­ლი ტო­ნით ვცდი­ლობ, რომ, რა­ღაც­ნა­ი­რად, “წი­თე­ლი ხა­ზე­ბი“ და­ვად­გი­ნო”, – გა­ნა­ცხა­და წუ­ლუ­კი­ან­მა.

Share.