”ჩვენი მიზანი არ არის ზვიადაურის დასჯა. ნუ ამოსვრიან ჩემი შვილის სახელს ტალახში…” – ნახეთ 27 წლის დაღუპული ბიჭის დედის პირველი კომენტარი (ვიდეო)

0

27 წლის ნიკა კენჭოშვილის მშობლები კატეგორიულად უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კენჭოშვილს ბიზნესი ჰქონდა და ძმებ ზვიადაურებთან სისხლიანი გარჩევა ბიზნესწილების გამო მოხდა.
„ჩვენი მიზანი არ არის ზვიადაურის დასჯა, ჩვენთვის მთავარია, ნიკას ცილი არ დასწამონ”, – ამბობს გარდაცვლილის დედა.
კენჭოშვილის ოჯახის წევრების თქმით, ოლიმპიური ჩემპიონი იტყუება, როცა ამბობს, რომ დაჭრილები საავადმყოფოში პირადად მიიყვანა.

„რის კრიმინალი. ვაიმე ხალხო, ისეთი კეთილი ბავშვი იყო. ფიზიკურად შრომობდა. წავიდა თავის ბიძაშვილებთან ერთად და ფიზიკურად შრომობდა. უბრალოდ, ნუ ამოსვრიან ჩემი პატიოსანი შვილის სახელს ტალახში.

მე ვამაყობდი მაგ სპორტსმენებით. იმათი დედებიც ძალიან მეცოდება. წარმომიდგენია რა დღეში არიან. მაგრამ ვაიმე რატო, რატომ მივიდნენ 27 წლის ბიჭთან ამხელა კაცები“, – ამბობს ნიკა კენჭოშვილი დედა „ტვ პირველთან“ საუბარში.

Share.