”ჩვენს თვალწინ ითხოვდა დახმარებას და ვერ ვშველოდით… სასწრაფო კი 25 წუთის შემდეგ მოვიდა…” – ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა მამაკაცი ზღვაში დაიხრჩო

0

გრიგოლეთში ახალგაზრდა მამაკაცი ზღვაში დაიხრჩო. ამის შესახებ იქ მყოფი თვითმხილველი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც თეა ჩეჩელაშვილი ამბობს, მაშველებმა იგი ზღვიდან გამოიყვანეს, თუმცა სასწრაფო დახმარების მანქანამ მისვლა დააგვიანა.
„ის ახალგაზრდა კაცი გრიგოლეთის ზღვაში დაიხრჩო. ჩემს თვალწინ ითხოვდა შველას და ვერ ვშველოდით.
თითქოს ყველამ მისი საქმე გააკეთა, მაგრამ გვიან და ამაოდ.

დამნაშავეა გულგრილობისთვის ის მეგობარი გოგონა,რომელიც წიგნს მშვიდად კითხულობდა და ტალღები ამ დროს სიკვდილისკენ ითრევდა ამ უიღბლოს.

დამნაშავეა სამაშველო სამსახურის ზემო ისტანცია, რომელი მშვიდ ზღვაზე უფრო ხშირად დაასეირნებს სამაშველო სკუტერებს, ვიდრე როცა ამის აუცილებლობაა.

სატირალია 25 წუთის შემდეგ ძლივს დასახმარებლად მოსული სასწრაფო დახმარების სამედიცინო აღჭურვილობა, რომელიც ხელოვნური სუნთქვის მეტს ვერაფერს სთავაზობდა განწირულს!

გაუფრთხილდით ერთმანეთს…წამში დევს ყველას ბედისწერა“,- წერს იგი სოციალურ ქსელში.

Share.