“ციხეში მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა დაიწყო” – ნახეთ ვინ არის ადამიანი, ვისთანაც ის შეხვედრას ყოფილი პრეზიდენტი ითხოვს

0

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას იწყებს. ამის შესახებ განცხადება სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ რუსთავის ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სადაც სააკაშვილის სანახავად იყო შესული.
მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ დაკავებისას მოპყრობა იყო დამაკმაყოფილებელი, ის მარტო იყო როდესაც დაკაავეს და წინააღმდეგობა არ გაუწევია.

„ის არ ეთანხმება იმ მსჯავრს, რაც მის მიმართ არის გამოტანილი და თავს მიიჩნევს პოლიტიკურ პატიმრად. ითხოვს უკრაინის კონსულთან შეხვედრას. მიიჩნევს, რომ არის უკანონო პატიმარი საქართველოში”, — განაცხადა ლომჯარიამ.

ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი, როგორც უკრაინის მოქალაქე, უკრაინის კონსულთან შეხვედრას ითხოვს.

Share.