”ცოლს თავის უფროსთან მანქანაში წაასწრო ქმარმა და ვიდეო გადაუღო…” – რუსთავში ცოლ-ქმარმა დაუჯერებელი აფიორა გაითამაშა

0

რუსთავში დააკავეს ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, რომლებმაც თაღლითური სქემის საშუალებით, მამაკაცს თანხა გამოსძალა. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ქალმა საკუთარ უფროსთან რომანი გააბა.
სექსუალური ურთიერთობის დამყარების მიზნით, ქალი იაღლუჯის ფერდობზე უფროსთან ერთად მისივე ავტომობილით ავიდა.

loading...

რამდენიმე წუთში, ადგილზე მივიდა ქალის ქმარი და მობილურით, შიშველ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი, პარტნიორთან, ანუ საკუთარ ცოლთან ერთად, ვიდეოზე აღბეჭდა. ქმარი აღნიშნული ფაქტით ვითომდა გაბრაზდა, რის შემდეგაც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ცოლის უფროსს.

მოგვიანებით ცნობილი გახდა რომ, ვიდეომასალას წყვილი შანტაჟისთვის იყენებდა.

“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, რუსთაველმა ცოლ-ქმარმა მამაკაცს 15 000 დოლარი გამოსძალა. უცხო ქვეყნის მოქალაქემ პოლიციისთვის მიმართვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ცოლ-ქმარმა მას იგივე ოდენობის თანხა მეორედ მოსთხოვა.

სამართალდამცავებისთვის მიმართვის შემდეგ რუსთავის პოლიციამ ცოლ-ქმარი მალევე დააკავა.

წყარო: ინფო რუსთავი

loading...

Share.