”ცოლ-შვილმა წიხლქვეშ გაიფინა ნაოპერაციები ადამიანი, შემდეგ კი…” – ნახეთ რა სკანდალურ განცხადებას ავრცელებს ალექსანდრა პაიჭაძე დავით კოდუას ოჯახზე

0

„ორი წელია, ერთად ვართ და აპრილში ყოფილი მეუღლის მიერ მოწყობილი შანტაჟის სცენარის მსხვერპლია. ნაოპერაციები ადამიანი წიხლქვეშ გაიფინა ცოლ-შვილმა და მერე პატრულს მიუგდო. მაქვს სქრინებიც, დაზიანებების სურათებიც და ვოისებიც. ვერ ვიყენებ ამ კარგი კაცის თხოვნით. მოკლედ, იცოდეთ, ვის გამო ვილანძღები. ამაზე დეტალურად აუცილებლად ვისაუბრებ, როცა ჩემი გამარჯვების და ბედნიერების სიმბოლო გაჩნდება. ან რამე მძაფრსიუჟეტიან რომანს დავწერ.

ჩემი სიკეთის და სიყვარულის ადამიანი არ იმსახურებს ამ ყველაფერს, თანაც ვისგან? ამორალური ქალებისგან! აუცილებლად დაგიცავ და დავამტკიცებ, როგორ გვიყვარს ერთმანეთი, რომ 20 წელი სხვაობა არაფერია და რომ 50 წლისამ შეიძლება, შეიცნო ნამდვილი სიცოცხლე სწორი ადამიანის დახმარებით, რომ კეთილი გული მთავარია, მართლა არდასამალი ისტორია გვაქვს, მეტი სტიმული მომეცა… ათასმაგად გაგაბედნიერებ და ვასწავლი ბებერ ქალებს, როგორ უნდა ექნათ თავის დროზე!“ – წერს ალექსანდრა პაიჭაძე.

Share.