“ძალიან გთხოვთ დაგვეხმარეთ! უკვე 8 ადამიანი დავკარგეთ…” – ნახეთ ცნობილი თურქი მსახიობის სულისშემძვრელი მიმართვა

0

პოპულარული მსახიობი ჰანდე ერჩელი თურქეთში შექმნილ რთულ მდგომარეობას ეხმიანება. როგორც ცნობილია, ქვეყანა გასული ოთხშაბათიდან მასშტაბურ ხანძრებს ებრძვის, დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი კი ყოველდღიურად იზრდება.
„მივმართავ ყველას, ვისაც ჩვენი დახმარება შეუძლია. ხანძრის შეჩერება ჩვენით ვერ შევძელით და კერები კიდევ უფრო ძლიერდება. ჩვენ არ გვყავს საკმარისი თვითმფრინავები, რომ ხანძარი შევაჩეროთ. უკვე დავკარგეთ 8 ადამიანი, უამრავი ცხოველი და განადგურდა ტყეები. გთხოვთ, დაგვეხმარეთ!!! სასწრაფოდ გვჭირდება თვითმფრინავები. ჩვენ ერთი დედამიწა გვაქვს!“ – წერს მსახიობი.

შეგახსენებთ რომ, თურქეთში 8-მდე გაიზარდა ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი. დაშავებულია რამდენიმე ასეული ადამიანი.

თურქეთის სამხრეთსა და სამხრეთ-დასავლეთში მდებარე პროვინციები ტყის ხანძრებმა გასული ოთხშაბათიდან მოიცვა და დასახლებულ პუნქტებზეც გავრცელდა. ხანძრის გამო ანტალიიდან, ბოდრუმიდან და სხვა საკურორტო ქალაქებიდან ევაკუირებულია ასეულობით ტურისტი.

ევროკავშირის მიერ 1 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილებით, თურქეთის დასახმარებლად გაიგზავნა ორი სპეციალური თვითმფრინავი. თურქეთს ხანძრის ჩაქრობაში ეხმარებიან აზერბაიჯანი, ირანი, უკრაინა და რუსეთი. სტიქიას 2000-მდე მეხანძრე-მაშველი ებრძვის. ოპერაციაში ჩართულია 30-მდე ვერტმფრენი.

Share.