”ძალიან დააკლდება მთელ საქართველოს, მუდამ ადამიანების დახმარებაზე ფიქრობდა…” – ნახეთ ვინ არის ცნობილი ექიმი, რომლის გარდაცვალებამაც მთელი საქართველო აატირა

0

ცნობილი ექიმი-დერმატოლოგი, თეონა შულაია გარდაიცვალა. ამის შესახებ მისი კოლეგა, ექიმი თამარ ებანოიძე სოციალურ ქსელში მიმართვას აქვეყნებს:
“თეონა…
თითქმის 20 წელი ერთად, მუდამ ხალისიანი, მომღიმარი, პოზიტიური…
ვუსამძიმრებ ყველას… დღეს საუკეთესო გოგომ, უზადო ექიმმა, მეგობარმა დაგვტოვა…
ძალიან, ძალიან, ძალიან გაგვიჭირდება შენი წასვლის შეგუება.
ღმერთმა გაანათლოს შენი ლამაზი სული ჩემო საყვარელო თეონა…” – წერს თამარ ებანოიძე.

ამის შესახებ მამუკა გამყრელიძემ ფეისბუქში დაწერა:
“საშინელი ამბავი შევიტყვე დილიდან. თეონა შულაია გარდაიცვალა. ახალგაზრდა, საოცრად ნიჭიერი, დაკვირვებული, მცოდნე, ყოჩაღი და რაც მთავარია იმედიანი ექიმი. პირველი ნახვისთანავე მივხვდი, რომ თეონას ექიმის ნიჭი ღმერთისგან დაყვა.
ოხ, როგორ დამეწვა გული ! როგორ დამენანა !
ასე ნელ ნელა მიდიან კარგი ადამიანები ჩვენი ცხოვრებიდან. მიდიან და მიაქვთ ჩვენი სულის ნაწილი. ბოლოს ჩვენი სულებიც ილევა და აღარაფერი რჩება ჩვენგან.
მშვიდობით ძვირფასო და იმედიანო ადამიანო.”
მანვე დაწერა, რომ გარდაცვალების მიზეზი ონკოლოგიური დაავადება გახდა.
როგოც კომენტარებიდან ირკვევა, თეონა შულაია ავთვისებიანი სიმსივნით დაიღუპა.

Share.